ჯეიმსის 46 ქულა და გამარჯვება 'ინდიანასთან'
ჯეიმსის 46 ქულა და გამარჯვება 'ინდიანასთან'

პლეი ოფის გახსნით მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ “კლივლენდ კავალიერსი” საკუთარ “ქუიქენ ლოანს არენაზე” “ინდიანა პეისერსს” მეორედ დაუპირისპირდა და მეტოქეს 3 ქულის სხვაობით 100-97 სძლია. ტაირონ ლუს გუნდის გამარჯვების მთავარი შემოქმედი ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი გამართა. “მეფეს” ანგარიშზე 46 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასია.

კევინ ლავმა 15 ქულა დააგროვა. თამაშის მიმდინარეობისას ლავმა თითი დაიზიანა და შემდგომ შეხვედრაში მონაწილეობა აღარ მიუღია. 12 ქულით დაასრულა მატჩი კაელ კორვერმა. ინდიანელების შემადგენლობაში კი 22 ქულით საუკეთესო ვიქტორ ოლადიპო გახლდათ. 18 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში მაელს ტერნერმა. 16 ქულა შესძნა საკუთარ გუნდს დარენ კოლისონმა.

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “კლივლენდმა” სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მომდევნო მატჩი ამ ორ გუნდს შორის 21 აპრილს ამჯერად ინდიანაპოლისში შედგება.