ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ზედიზედ მერვე და სეზონში რიგით მე-16 მატჩი მოიგო „ლეიკერსმა“. ლოსანჯელესელებმა ამჯერად სტუმრად „ნიუ ორლეანს“ ურთულესი შეხვედრა მოუგეს (110:114). „ლეიკერსის“ ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი კი NBA-ს ისტორიაში მეოთხე კალათბურთელი გახდა, ვისმა ჯამურმა მონაგარმაც 33 ათას ქულას გადააჭარბა. ენტონი დევისმა და ლებრონ ჯეიმსმა ჯამში ორლეანელებს 70 ქულა ჩაუგდეს.
აღსანიშნავია, რომ „ლეიკერსმა“ „ნიუ ორლეან ჰორნეთსთან“ მატჩის პირველი მეოთხედი ანგარიშით 25:38 დათმო, თუმცა დამაჯერებლად ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის (35:21) ხარჯზე ანგარიშით 114:110 გაიმარჯვა. ჯეიმსმა 29 ქულა, 11 მოხსნა დააგროვა და ახლა მისი კარიერული მონაგარი 33 008 ქულაა. ლებრონის წინ მხოლოდ კარლ მელოუნი (36 928), კობი ბრაიანტი (33 643) და ქარიმ აბდულ-ჯაბარი (38 387 ქულა) არიან.
ბოსტონი-ბრუკლინი 121:110
შარლოტი-დეტროიტი 102:101
კლივლენდი-ორლანდო 104:116
ინდიანა-იუტა 121:102
ფილადელფია-საკრამენტო 97:91
ტორონტო-ნიუ იორკი 126:98
ჰიუსტონი-მაიმი 117:108
მემფისი-კლიპერსი 119:121
მილუოკი-ატლანტა 111:102
სან ანტონიო-მინესოტა 101:113
ფინიქსი-ვაშინგტონი 132:140
პორტლენდი-ოკლაჰომა 136:119
გოლდენ სტეიტი-104:90