ჰიუსტონ როკეთსის ლიდერი ჯეიმს ჰარდენი მორიგ ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ტეხასური გუნდის წამყვანი ფიგურა სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის (MVP) ტიტულის მოპოვების მთავარი კანდიდატია.
ჰიუსტონელებმა ბოლო ჩატარებული 10 შეხვედრიდან რვა მოიგეს და ამ დროისთვის დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ როკეთსის მთავარ საზრუნავს ამ დრისთვის ჩემპიონობა წარმოადგენს, გუნდის ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა 2019 წლის ფიბას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის სურვილი გამოთქვა.
„რა თქმა უნდა, მე მსურს ჩინეთში წასვლა. ეს არის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ქვეყანა წარადგინო. ეს სწორედ ის არის, რისი კეთებაც მიყვარს. თუ გუნდში მოხვედრის შანსი მომეცემა, აუცილებლად ვიასპარეზებ მსოფლიოს ჩემპიონატზე“, – განაცხადა ჰარდენმა ი-ეს-პი-ენთან (ESPN) მიცემულ ინტერვიუში.
ბაბუაწვერამ ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. მანამდე კი 2012 წლის ოლიმპიადაშიემიიღო მონაწილეობა.