ჯეიმს ჰარდენმა მაიკლ ჯორდანისა და ლებრონ ჯეიმსის მიღწევა გააუმჯობესა
„ჰიუსტონის“ შემტევმა მცველმა ჯეიმს ჰარდენმა რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს „მემფისის“ წინააღმდეგ 32 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა.
გასული სეზონის MVP-მ ზედიზედ მეოთხე სამმაგი დუბლი შეასრულა, როცა მინიმუმ 30 ქულას უგდებდა მეტოქეს. ამით მან გაუსწრო ლებრონ ჯეიმსსა და მაიკლ ჯორდანს, რომლებსაც თავიანთ კარიერაში ზედიზედ სამი 30-ქულიანი სამმაგი დუბლი ჰქონიათ.
ამ სტატისტიკური მაჩვენებლით რეკორდსმენია ოსკარ რობერტსონი – ზედიზედ 16 სამმაგი დუბლი. მეორეზეა – რასელ უესტბრუკი (5).