ჯეიმს ჰარდენმა ანტეტონკუმპოსგან მოხვედრილ ბურთზე კომენტარი გააკეთა
ჯეიმს ჰარდენმა ანტეტონკუმპოსგან მოხვედრილ ბურთზე კომენტარი გააკეთა

„მილუოკი ბაქსმა“ ჯეიმს ჰარდენის 42 ქულისა და 11 მოხსნის მიუხედავად „ჰიუსტონ როკეთსი“ სტუმრად 116-109 დაამარცხა და ამ გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობა განიმტკიცა. მატჩის მეოთხე პერიოდში მილუოკელთა ბერძენმა ლიდერმა ჯეიმს ჰარდენს პასის მიცემის დროს ბურთი შემთხვევით თავში გაარტყა, რაზეც კომენტარის გაკეთება „ბაბუაწვერას“ თამაშის შემდგომ სთხოვეს.

ჰარდენმა შეკითხვაზე დაინახა თუ არა გიანისის პასის მომენტი ასე უპასუხა – „არა, რა თქმა უნდა. ძალიან მტკივნეული იყო.“

 

 

View this post on Instagram

 

“Hell no I didn’t see it coming, that shit hurt…” 😂 (📹:@ESPN)

A post shared by Dime (@dimemagazine) on