“ჰიუსტონ” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს გამთენიისას სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა.
“როკეთსმა” საკუთარ “ტოიოტა ცენტრში” “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და მეტოქეს 114-107 სძლია.
ტეხასური გუნდის გამთამაშებელმა საოცარი შეხვედრა ჩაატარა.
ჰარდენი პირველი კალათბურთელი გახდა ლიგაში, ვინც სამმაგი დუბლი 60 ქულასთან ერთად შეასრულა.
“ბაბუაწვერამ” პირად აქტივში 60 ქულა 10 მოხსნა და 11 პასი მიითვალა. ამასთან ჰარდენია პირველი “როქეთსის” ისტორიაში, ვინც ერთ მატჩში 60 ქულა გააკეთა.
“ჰიუსტონი” დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში, 36 მოგებითა და 13 მარცხით, მეორე ადგილზე იმყოფება.
ვიდეო: House of Highlights (YouTube)