„ჰიუსტონ როკეტსის“ მცველი ჯეიმს ჰარდენი კალათბურთელთა გამოკითხვის მიხედვით 2017-18 წლების სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს, – იტყობინება NBA-ის პრეს-სამსახური. 28 წლის კალათბურთელმა რეგულარულ სეზონში 72 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 30.4 ქულა, 8.8 შედეგიანი პასი და 5.4 მოხსნა დააგროვა, პლეი ოფის 17 მატჩში კი მისი მონაგარი იყო – 28.6 ქულა, 6.8 პასი, 5.2 მოხსნა და 2.2 ჩაჭრა.
აღსანიშნავია, რომ ჰარდენი 2015 წელსაც გახდა კალათბურთელების რჩეული, მაგრამ იმ წელს, MVP-ის მთავარი პრიზი “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელმა სტეფ კარიმ მიიღო.