ჯეიმს ჰარდენი კარიერას „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ჯეიმს ჰარდენი კარიერას „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ESPN-ის მიმომხილველის, ედრიან ვოინარკოვსკის ინფორმაციით, NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ბინადარს, „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ ჯეიმს ჰარდენი და პი ჯეი ტაკერი შეუერთდებიან.

ეს ორი მოთამაშე ბოლოს „ფილადელფიაში“ თამაშობდა, მათ სანაცვლოდ კი „კლიპერსმა“ მარკუს მორისი, ნიკოლას ბატუმი, რობერტ კოვინგტონი, ქეი ჯეი მარტინი და მომავალი დრაფტის რამდენიმე არჩევანი დათმო.

34 წლის ჯეიმს ჰარდენს „კლიპერსს“ დიდი ხანია უკავშირებენ. მას კალიფორნიელთა რიგებში გადასვლა გასული ზაფხულიდან სურს და სეზონის დაწყების წინ „ფილადელფიის“ ვარჯიშებსაც კი არ ესწრებოდა.

შედეგად, NBA-ის დასავლეთ კონფერენციის გუნდში „დიდი ოთხეული“ ჩამოყალიბდა. ჯეიმს ჰარდენი კავაი ლეონარდს, პოლ ჯორჯსა და რასელ უესთბრუქს შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ჰარდენი 2018 წელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის MVP-ი გახდა. მას ათჯერ აქვს ნათამაშები „ყველა ვარსკვლავის“ შეხვედრაში, ექვსჯერ NBA-ის წლის სიმბოლურ პირველ გუნდში მოხვდა, სამჯერ კი ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. მისი კარიერის საუკეთესო წლები „ჰიუსტონ როკეტსს“ უკავშირდება.