ჯეიმი კარაგერი - „ლივერპულმა“ ევროპის ლიგა უნდა დაივიწყოს და პრემიერლიგის მოგებაზე იზრუნოს #1TVSPORT
საფეხბურთო ექსპერტმა და „ლივერპულის“ ყოფილმა მოთამაშემ, ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს მოუწოდა, დაივიწყონ ევროპის ლიგის მოგებაზე ფიქრი და ბოლომდე კონცენტრირდნენ ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაზე. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „ატალანტამ“ „ლივერპულს“ სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.
„საშინელი შედეგი, საშინელი თამაში. ერთადერთი ნუგეში „ლივერპულისთვის“ იქნება მხოლოდ ის, რომ საპასუხი შეხვედრაში მეორე შემადგენლობით ითამაშოს და პრემიერლიგის მატჩების მოგებაზე იზრუნოს“, – მიაჩნია ჯეიმი კარაგერს.
ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში „ატალანტა“ „ლივერულს“ უკვე იტალიაში, საკუთარ მოედანზე 18 აპრილს ეთამაშება. ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 71 ქულით „არსენალი“ და „ლივერპული“ ლიდერობენ, „მანჩესტერ სიტი“ კი 70 ქულით მესამე პოზიციაზეა.