ჯეიკ სალივანი - კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინს გამარჯვებას
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ კონგრესის მიერ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების წინააღმდეგ ხმის მიცემა დააზარალებს კიევს და დაეხმარება რუსეთს.
„მჯერა, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინს გამარჯვებას. ანუ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გასაუმჯობესებლად. ეს, უბრალოდ, გარდაუვალი რეალობაა. საუბარი არ არის ვინმეს მოტივზე, რატომ მისცეს წინააღმდეგ ხმა, საუბარია მხოლოდ მათი ხმის მიცემის შედეგზე. უკრაინის დამატებითი დაფინანსების წინააღმდეგ ხმა დააზარალებს უკრაინას და დაეხმარება რუსეთს. ეს დააზარალებს დემოკრატიას და დაეხმარება დიქტატორებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ისტორიის სწორი გაკვეთილი და ყველა წევრმა, დემოკრატმა თუ რესპუბლიკელმა, ხმა უნდა მისცეს დახმარების განხორციელების მხარდასაჭერად“, – განაცხადა სალივანმა.