ჯეიდონ სანჩოს ფასი 806 პროცენტით გაიზარდა
ჯეიდონ სანჩოს ფასი 806 პროცენტით გაიზარდა

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ინგლისის ნაკრებისა და დორტმუნდის „ბორუსიის“ ფეხბურთელის, ჯეიდონ სანჩოს საბაზრო ფასი 806 პროცენტით გაიზარდა და 79.44 ფუნტ სტერლინგს მიაღწია, იტყობინება „ფეხბურთის ობსერვატორია“ (CIES Football Observatory).

სანჩო, რომელსაც ინგლისის ნაკრებში დებიუტი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჰქოდნა, ბორუსიაში 2017 წელს გადავიდა და გერმანულმა კლუბმა მასში 8.77 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 21 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.