„დორტმუნდის“ ინგლისელი შემტევი ჯეიდონ სანჩო აპირებს ზაფხულში გერმანული გუნდის დატოვებას და ამის შესახებ უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას, – წერს Sky Sports.
ფეხბურთელს წარმატებული გასული სეზონი გამოუვიდა და ბევრი ინგლისური გრანდის ყურადღებაც მიიპყრო, მაგრამ კიდევ ერთი წლით გადაწყვიტა დორტმუნდულ კლუბში დარჩენა. შარშან, სანჩომ 44 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 20 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო დაინტერესებული სანჩოს გადაბირებით, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა ინგლისელის ტრანსფერი.