ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კალათბურთელმა ჯეი ჯეი რედიკმა 37 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ მან საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა.
გასულ სეზონში რედიკი „ნიუ ორლეანსა“ და „დალასში“ თამაშობდა და 44 მატჩში საშუალოდ 7.4 ქულა დააგროვა.
ჯეი ჯეი რედიკი 2006 წლის დრაფტზე მე-11 ნომრად აირჩია „ორლანდომ“. ექვსი წლის შემდეგ ის „მილუოკიში“ გადავიდა, ასევე თამაშობდა „კლიპერსსა“ და „ფილადელფიაში“.
კარიერის განმავლობაში რედიკმა 940 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 12>8 ქულა დააგროვა. მას ზუსტი სამქულიანებით მე-15 ადგილი უკავია NBA-ის ყველა დროის სიაში.