ჯეი დი ვენსი – მე ვგეგმავ აშშ-ირანის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე ყოფნას, თუმცა შესაძლებელია, თავად პრეზიდენტი ტრამპიც დაესწროს

02:37, 15.06.2026
MILWAUKEE, WISCONSIN - JULY 17: Republican vice presidential candidate, U.S. Sen. J.D. Vance (R-OH) speaks on stage  on the third day of the Republican National Convention at the Fiserv Forum on July 17, 2024 in Milwaukee, Wisconsin. Delegates, politicians, and the Republican faithful are in Milwaukee for the annual convention, concluding with former President Donald Trump accepting his party's presidential nomination. The RNC takes place from July 15-18.  (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

აშშ-ირანის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას ჯეი დი ვენსი დაესწრება, თუმცა შესაძლოა, შვეიცარიაში დონალდ ტრამპი ჩავიდეს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

ვენსის თქმით, გეგმავს, რომ დაესწროს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების ოფიციალური მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ღონისძიებაზე თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჩავიდეს.

„ვფიქრობ, ჯერ კიდევ ვარკვევთ ლოგისტიკურ საკითხებს, ვინ დაესწრება ხელმოწერის ცერემონიას. მე, რა თქმა უნდა, ვგეგმავ იქ ყოფნას, თუმცა შესაძლებელია, რომ თავად პრეზიდენტიც დაესწროს“, – განაცხადა ვენსმა.

ცნობისთვის, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება მიღწეულია. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება.

მსგავსი