ჯეი ბი ბიკერსტაფი „კლივლენდთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ჯეი ბი ბიკერსტაფი „კლივლენდთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს

„კლივლენდის“ ხელმძღვანელობამ ყველა ვარსკვლავის კვირეულის დასრულების შემდეგ საწვრთნელ შტაბში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჯონ ბეილეინის ნაცვლად, „კავალიერსის“ თავკაცობა ბეილეინის ასისტენტმა, ჯეი ბი ბიკერსტაფმა იტვირთა. იმ დროისთვის „კლივლენდის“ მმართველებს ჯერ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, დატოვებდნენ თუ არა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ახლად დანიშნულ სპეციალისტს, თუმცა როგორც ჩანს, „კავალიერსის“ ხელმძღვანელობამ ამასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა.

ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „კლივლენდში“ ჯეი ბი ბიკერსტაფთან ახალ, – წლიან ხელშეკრულებაზე მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავს სიტუაციაში ბიკერსტაფი ადრეც მოხვედრილა „მემფისსა“ და „ჰიუსტონში“. მას შემდეგ, რაც ჯეი ბი „კლივლენდში“ მთავარი მწვრთნელის ფუნქციას ასრულებს, გუნდს მოგება-წაგებათა ბალანსი 5-5 აქვს.