წყალტუბოს სამგურალში” ჯეფერსონ ჯერალდო (ჯეფინიო) დაბრუნდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამგურალის“ ცნობით, გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, რომელიც წყალტუბოს კლუბში 2022 წლიდან 2023 წლის ივლისამდე თამაშობდა.
ჯერალდომ „სამგურალის“ მაისურით გამართულ 54 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჯეფინიოს ქართულ საკლუბო ფეხბურთში კარგად იცნობენ. ის საქართველოში 2016 წელს კვიპროსული „ეთნიკოსიდან“ ჩამოვიდა.
2021 წელს ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, ხოლო 2022 წელს ეროვნული ლიგის საუკეთესო ასისტენტი გახდა. ბოლოს ჯეფერსონ ჯერალდო საფეხბურთო კლუბ „თელავში“ თამაშობდა.