ჯეფ ვან განდი თვლის, რომ ლეიკერსმა ლებრონ ჯეიმსის გაცვლის ვარიანტი უნდა განიხილოს
ჯეფ ვან განდი თვლის, რომ ლეიკერსმა ლებრონ ჯეიმსის გაცვლის ვარიანტი უნდა განიხილოს

თანამედროვეობის საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი საკუთარი სპორტული კარიერის მანძილზე 2004-05 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე წარუმატებელ სეზონს ატარებს.

პირველად 13 წლის შემდეგ „მეფე“ სავარაუდოდ პლეი ოფში მოხვედრას ვერ შეძლებს. ჯეიმსს ლოს ანჯელესურ გუნდთან ოთხ წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ის „ლეიკერსში“ 2021 წლამდე უნდა იყოს. ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ამჟამად “ი-ეს-პ-ენის” (ESPN) წარმომადგენელი ჯეფ ვან განდი თვლის, რომ ლეიკერსის ხელმძღვანელობამ მიმდინარე ზაფხულში ლებრონის გაცვლის შესაძლო ვარიანტები უნდა განიხილოს.


რთულად წარმოსადგენია, თუ რამდენად მოახერხებს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რომელიმე გუნდი ჯეიმსის გადაბირებას, რადგან სავარაუდოდ, მეჯიქ ჯონსონს და ხელმძღვანელობას რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, ლებრონისთვის დახმარების გაწევა და ახალი კალათბურთელების შეძენას სურთ.