ჯეფ ტიგი დიდი ალბათობით „ატლანტაში“ დაბრუნდება
ჯეფ ტიგი დიდი ალბათობით „ატლანტაში“ დაბრუნდება

„ატლანტასთვის“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019-20 წლების სეზონის სტარტი საკმაოდ არადამაჯერებლად წარიმართა. გუნდს ამ დროისთვის 9 მოგება და 32 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო მე-15 ადგილს იკავებს.

გუნდის ძირითადი გამთამაშებელი ახალგაზრდა ტრაეი იანგია, რომელიც მასზე დაკისრებულ ამოცანას თავს ძალიან კარგად ართმევს. თუმცა აი მისი შემცვლელი კი შეიძლება ითქვას, რომ „ატლანტას“ სუსტი მხარეა.

„ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „ჰოუქსსა“ და „მინესოტა ტიმბერვულვზს“ შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია. გაცვლის შედეგად „ატლანტაში“ ჯეფ ტიგი დაბრუნდება. მის მაგივრად კი „მინესოტა“ ალენ კრაბით გაძლიერდება.

ტიგთან ერთად „ატლანტაში“ ტრევეონ გრაჰამიც გადავა.