ხანტი-მანსიისკში, ქალ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს პირველი ტურის შემდეგ, გათამაშებას ლელა ჯავახიშვილი გამოეთიშა, რომელმაც ჩინელ ჩჟუ ძინერთან ორივე პარტია წარუმატებლად დაასრულა.
პირველი ტურის შემდეგ, ხვალ, დამატებით პარტიას სოფიო ხუხაშვილი ითამაშებს. ხუხაშვილისა და ინდოელ ჰარიკა დრონოვალს შორის გამართულ ორივე შეხვედრაში ყაიმი დაფიქსირდა.
პირველი ტურის შემდეგ მეორე ეტაპზე თამაშის უფლება ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა მოიპოვეს.
ნანა ძაგნიძე-იერისბელ მირანდა (კუბა) 2:0
ნინო ბაციაშვილი-ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია) 2:0.
ბელა ხოტენაშვილი-ვო თი კიმ ჰუნგი (ვიეტნამი) 1,5 :0,5.