აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) მებრძოლმა ჯასტინ გეიჯიმ დენვერის ორი საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასადილოს ვალი დაუფარა. თანხამ $1538 ამერიკული დოლარი შეადგინა. თავად სპორტსმენს თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. უესტ ერლის კოლეჯის ოჯახებმა კი მებრძოლს მადლობა გადაუხადეს.
ჯასტინ გეიჯი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ოქტაგონზე ბოლოს სექტემბერში გამოჩნდა და დონალდ სერონე პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.