ჯანო ანანიძის პირველი კომენტარი - თურქეთსა და რუსეთს ქეცბაიასთან თამაში ვამჯობინე (ვიდეო)

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ჯანო ანანიძის ტრანსფერი დაადასტურა. 27 წლის ქართველი ნახევარმცველი გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა პირველი კომენტარი გააკეთა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ ვარ. ჩემი პრიორიტეტი ევროპაში თამაში იყო, მადლობა გუნდის ხელმძღვანელობას და პირადად თემურ ქეცბაიას. ის მელაპარაკა და მითხრა, რომ თავის გუნდში ჩემი ხილვით გახარებულია. აქ ყოფნა მიხარია და მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო“ – ამბობს ანანიძე.

ქართველმა ფეხბურთელმა თავისი არჩევანი მიზეზი დაასახელა: „საერთოდ, კვიპროსში შეკრებებზე ბევრჯერ ვყოფილვარ და ვიცი, რომ თბილი ქვეყანაა, გემრიელი საჭმელებია და საერთოდ, ყველაფერი კარგია. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე გადმოსვლაში ქეცბაიამ დამარწმუნა, რადგან სხვა წინადადებები მქონდა – რუსთის, თურქეთისა და საბერძნეთის კლუბებიდან. მაგრამ ტრავმების და სხვა მიზეზებით დიდი ხანია არ მითამაშია. მაგრამ საკვანძო მომენტი თემურის აქ ყოფნა იყო. მესმის, რომ აქ „ანორთოსისი“ დიდი გუნდია. ახლა ჩემპიონობისთვის იბრძვის – ჩემთვის ესეც მნიშვნელოვანია“.

ანანიძეს თხოცეს, რომ გულშემატკივრებისთვის მიემართა: „ასე ლაპარაკი არ მიყვარს. მაგრამ ვპირდები, რომ ჩემგან კარგ, შედეგიან ფეხბურთს იხილავენ“.

დატოვე კომენტარი