რუსეთის ჩემპიონატი ფეხბურთში პარასკევს განახლდება და სეზონის მეორე ნაწილს საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მზადყოფნაში ხვდება. მას ექიმებმა საერთო ჯგუფში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მისცეს ვარჯიშის უფლება.
ანანიძე 2017 წლის 23 სექტემბრის შემდეგ არ გამოჩენილა მოედანზე. მან “ანჟისთან” მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო და მკურნალობისთვის ოპერაცია დასჭირდა, რასაც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ ნახევარმცველს 4 მარტს, რუსეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში, მოსკოვის “ლოკომოტივის” წინაღმდეგ მოედანზე გასვლა შეეძლება. “სპარტაკი” რუსეთის პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა და პირველადგილოსანს რვა ქულით ჩამორჩება.