თბილისის „დინამოს“ ოფიციალური ინფორმაციით საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე საქართველოს ჩემპიონის ღირსებას დაიცავს.
ჯანო ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციას საქართველოში გადიოდა, ვარჯიშობდა „დინამოსთან“, საბოლოოდ კი შეთანხმებაც შედგა და ანანიძე კარიერას ამ კლუბში განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს ის თამაშობდა „სპარტაკში“, „როსტოვში“, „კრილია სოვეტოვსა“ და „ანორთოსისში“. საქართველოს ნაკრების მაისურით 43 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.