ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ჯანლუკა ვიალიმ აღიარა, რომ სიმსივნე დაამარცხა.
„დღეს ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი კარგადაა. ამ ბრძოლის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა და შესანიშნავი ფორმა ავკრიფე, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მატჩი ჩემს სასარგებლოდ დასრულდება. იმედია, ჩემი ისტორია ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფებიან, აღმაფრენას მისცემს. ჩვენ ვართ საკუთარი აზრების პროდუქტი. მთავარია არა მოგება, არამედ იფიქრო როგორც გამარჯვებულმა. ჩვენი ცხოვრების მხოლოდ 10 პროცენტი შედგება იმისგან, რაც ჩვენს თავს ხდება. დანარჩენი 90 პროცენტი – ამასთან ბრძოლაა. იმედია, ჩემი ისტორია დაეხმარება ადამიანებს, სწორად გაერკვნენ იმაში, რაც მათ თავს ხდება“, – მოჰყავს ვიალის სიტყვები Corriere della Sera-ს.