ჯანლუკა დი მარციო - „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა #1TVSPORT
„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს და მას წელიწადში 6 მილიონ ევროს სთავაზობს, – ინფორმციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
მისი ცნობით, დღეს იტალიური კლუბი გარემარბის აგენტებს დაუკავშირდა, რათა განეხილათ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა. მხარეები რამდენიმე კვირაში კვლავ შეხვდებიან.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუს მსგავსად, პრემიების ჩათვლით, წელიწადში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. საბოლოო შეხვედრა მხარეებს შორის ოქტომბერში, სანაკრებო შესვენების შემდეგ გაიმართება.
მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.