ჯანლუკა დი მარციო - კვარაცხელიას აგენტი „ნაპოლის“ ხელმძღვანელებს მილანში შეხვდება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტებსა და „ნაპოლის“ ხელმძღვანელებს შორის ახალი შეხვედრა ჩაინიშნა, – ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
„გულდასაწყვეტი სეზონის და ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ „ნაპოლი“ ყურადღებას მომავალ სეზონზე ამახვილებს. ამ კუთხით ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იტალიელმა მწვრთნელმა ქართველის როლს ხაზი არაერთხელ გაუსვა.
გასულ კვირას იტალიური კლუბის რამდენიმე წარმომადგენელი ევრო 2024-ზე მონაწილე ქართველთან შესახვედრად დიუსელდორფში გაფრინდა. „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის აგენტს, მამუკა ჯუღელს უახლოეს დღეებში მილანში ელოდებიან. კვარაცხელიას მიმართ ინტერესს პსჟ იჩენს, თუმცა „ნაპოლის“ პოზიცია ცალსახაა, კლუბს ფეხბურთელის გაშვება არ სურს.
გასულ სეზონში ქართველმა ჩემპიონატში 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
კვარაცხელიამ ნაკრებთან ერთად ისტორია დაწერა. საქართველომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშა“, – წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი.