ჯანლუიჯი დონარუმა პარიზში გაძარცვეს - იტალიელმა ფეხბურთელმა თავის არეში ჭრილობა მიიღო #1TVSPORT
ჯანლუიჯი დონარუმა პარიზში გაძარცვეს - იტალიელმა ფეხბურთელმა თავის არეში ჭრილობა მიიღო #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ხუთშაბათს ღამით სასტიკი ძარცვის მსხვერპლი გახდა, – იტყობინება გამოცემა Actu 17.

რამდენიმე მამაკაცი პარიზში ფეხბურთელის სახლში შეიჭრა. მათ ჯერ ტანსაცმელი გახადეს დონარუმასა და მის ცოლს, შემდეგ გაკოჭეს ისინი. მძარცველებმა შეძლეს მიმალვა დაახლოებით 500 ათასი ევროს ოდენობის ნადავლით.

მოგვიანებით ცნობილი გახდა დანაშაულის დეტალები. ინციდენტი ღამის სამ საათზე მოხდა. რამდენიმე ადამიანმა შეძლო დაცვის ნეიტრალიზება და 24 წლის ფეხბურთელის სახლში შეღწევა, სადაც ის ცოლთან ერთად იმყოფებოდა. დონარუმამ თავში ფეხით ორი დარტყმა მიიღო, რის შემდეგაც სისხლდენა დაეწყო. მძარცველებს ორივე მსხვერპლისთვის თავზე პისტოლეტის ლულა ჰქონდათ მიბჯენილი, ვიდრე სახლში ძვირფასეულობას და სხვა ნივთებს აგროვებდნენ.

დონარუმამ და მისმა ცოლმა შეძლეს სახლთან ახლოს სასტუმროში გადასვლა, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს შოკურ მდგომარეობაში.

დანაშაულს პარიზის პოლიციის ბანდიტიზმთან ბრძოლის ბრიგადა გამოიძიებს.