ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა სათამაშო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 45 წლის ფეხბურთელის ბოლო კლუბი იყო სერია B-ს „პარმა“.
„ამით ყველაფერი დასრულდა, ხალხო! თქვენ მე ყველაფერი მომეცით, და მე ყველაფერი მოგეცით თქვენ. ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ“, – დაწერა „იუვენტუსის“, „პარი სენ-ჟერმენისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ სოციალურ ქსელში.
ბუფონი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონია. „იუვენტუსთან“ ერთად მან 10-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი. საფრანგეთის ჩემპიონი გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში. 2003 წელს ის ევროპის წლის ფეხბურთელი გახდა უეფა-ს ვერსიით.