ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ამ ზაფხულს დატოვებს ტურნირის “იუვენტუსს”, რომლის რიგებშიც 17 სეზონი გაატარა. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა გამოაცხადა სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
„შაბათს, უკანასკნელ მატჩს ჩავატარებ “იუვენტუსის” შემადგენლობაში. ეს იქნება საუკეთესო ხერხი ჩვენი მოგზაურობის დასასრულებლად”, – განაცხადა ბუფონმა.
რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას, ეს საკითხი, ჯერჯერობით, ღიად რჩება.
„ჯერ კიდევ 15 დღის წინ, ჩემი კარიერის დასრულება ცხადად მოჩანდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა ორი საინტერესო წინადადება მივიღე როგორც კარიერის გაგრძელებაზე, ასევე სხვა ამპლუაში გადასვლაზე.
შაბათს, ბოლო მატჩს ჩავატარებ “იუვენტუსის” შემადგნელობაში, რის შემდეგაც, 2-3 დღეს ავიღებ ყველაფრის მშვიდად მოსაფიქრებლად. დარწმუნებული ვარ, მოვიქცევი ისე, როგორც გული მიკარნახებს”.
ცოტა ხნით ადრე, იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ ბუფონს კონკრეტული წინადადებით მიმართა და ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა “ლივერპულმა”.