ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ჟურნალ Vanity Fair-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჭაბუკობის ასაკში სხვადასხვა ნარკოტიკი გასინჯა.
„დიახ, ვაღიარებ, რომ ახალგაზრდობაში სხვადასხვა მსუბუქ ნარკოტიკს ვიღებდი. მაგრამ, როცა ამის შესახებ ჩემმა მშობლებმა გაიგეს, მათ დამარწმუნეს, რომ ამგვარი „კაიფი“ ჩემი ღირსი არ არის. მე სპორტსმენთა ოჯახიდან ვარ და მშობლებს სურდათ, რომ არა მხოლოდ ღირსეული ადამიანი ვყოფილიყავი, არამედ კარგი სპორტსმენი. ამგვარი აღზრდა, მოგვიანებით, დამეხმარა „არას“ თქმაში იმ დროს, როცა აბებს მთავაზობდნენ დისკოტეკებზე. თითეული ადამიანი აკეთებს თავის არჩევანს, მე არ მაქვს მათი განსჯის უფლება. მაგრამ სპორტსმენს არ შეუძლია ერთდროულად იყოს ორივე მხარეს: სპორტსმენი ან არაფერი“,- განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.