ჯანი ინფანტინო - პლატინი მხარს მიჭერდა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ აღიარა, რომ უეფას ყოფილი ხელმძღვანელი მიშელ პლატინი დაეხმარა მას მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე თავისი კანდიდატურის წარდგენაში, როდესაც თავად, ამ გადაწყვეტილების მიღებისას, ყოყმანობდა. შეგახსენებთ, რომ პლატინი ყოფილ ფიფას ხელმძღვანელ ზეპ ბლატერთან ერთად იძულებული გახდა კორუფციის სკანდალის გამო დაეტოვებინა თანამდებობა.
„მე პლატინის პირადად მივმართე“, – ციტირებს „ეკიპი“ (L’Equipe) ინფანტინოს სიტყვებს, – „განვიხილეთ სიტუაცია, ჩემი კანდიდატურა. მე მასთან მივედი, რათა გამეგო მისი აზრი და დამხმარებოდა. მან დასტური მომცა.“