ჯანი ინფანტინო - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე სავსე ტრიბუნები იქნება
ჯანი ინფანტინო - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე სავსე ტრიბუნები იქნება

ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩები სავსე ტრიბუნების ქვეშ გაიმართება, – განაცხადა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.

ფიფას ხელმძღვანელი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბრიფინგზე გამოვიდა და განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტისთვის დამარცხებული იქნება.

„ჩვენ სავსე სტადიონები გვექნება. იმ დროისთვის კორონავირუსი დამარცხებული იქნება და ყველას გვეცოდინება, როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ვირუსთან ერთად“, – განაცხადა ინფანტინომ.

ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წელს 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე უნდა გაიმართოს.