ჯანი დე ბიაზი აზერბაიჯანის ნაკრებს გაწვრთნის
ჯანი დე ბიაზი აზერბაიჯანის ნაკრებს გაწვრთნის

აზერბაიჯანის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჯანი დე ბიაზი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ  ANSA ავრცელებს.

იტალიელმა სპეციალისტმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მის სამწვრთნელო შტაბში კი ბენიტო კარბონე და კლაუდიო ბელუჩი შევლენ.

დე ბიაზი რამდენიმე იტალიურ კლუბს წვრთნიდა. მას ასევე ესპანეთში, კერძოდ კი „ლევანტესა“ და „ალავესში“ უმუშავია, ხოლო 2011-დან 2017 წლამდე სათავეში ალბანეთის ნაკრებს ედგა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2019 წლიდან ხორვატი ნიკოლა იურჩევიჩი მუშაობდა.