ეროვნული ლიგის 2020 სეზონში მონაწილე გუნდების მოთამაშეთა ჯამური სატრანსფერო ფასი 42 მილიონია – ქართული ლიგის განახლებული ინფორმაცია “ტრანსფერმარკტმა” გამოაქვეყნა.
საქართველოს ეროვნული ლიგაში სეზონი დაიწყო, გუნდები დაკომპლექტდნენ და სურათი გამოიკვეთა, ვინ რა ძალის გუნდია, როგორი მოთამაშეები დაიმატეს და გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ სატრანსფერო ფასები ავტომატურად შეცვალა.
ელიგის ყველაზე ძვირადღირებული გუნდი „დინამო თბილისია“, რომლის მოთამაშეთა ჯამური ღირებულება 8,68 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლებად ლიგის დებიუტანტი, თბილისის „მერანი“ დაფასდა – 1,98 მილიონი ევრო. ელიგის მოთამაშეთა ჯამური ღირებულება 42 მილიონ ევროს ოდნავ აჭარბებს.
ეროვნული ლიგა 2020 ჯამური ფასი
თბილისის დინამო 8,68
ბათუმის დინამო 6,20
საბურთალო 5,55
ლოკომოტივი 3,98
გორის დილა 3,63
ტორპედო 3,58
სამტრედია 3,58
თელავი 2,73
საჩხერეს ჩიხურა 2,33
თბილისის მერანი 1,98
ჯამური ფასი 42,2
მოთამაშეთა საშუალო სატრანსფერო ფასითაც თბილისის „დინამო“ ლიდერობს – 310 ათასი ევრო. ყველაზე მცირე „მერანის“ ფეხბურთელთა საშუალო შეფასებაა – 90 ათასი ევრო.