„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ უპასუხა კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი გადადგომას.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. დილის რვა საათიდან ვიკრიბებით, რათა გარკვეულ პროგრესს მივაღწიოთ. ჩემი ნებით არასდროს გადავდგები. ეს ნაბიჯი მიღებული იქნება, როგორც ჩემი დანებება, რაც ცხოვრებაში არ მჩვევია. ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის“, – ციტირებს ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ იტალიელს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატში „მილანის“ არადამაჯერებელი სტარტის გამო, იყო საუბრები მარკო ჯამპაოლოს თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. მილანელებმა ექვს მატჩში მხოლოდ ექვსი ქულის აღება მოახერხეს და მე-13 ადგილზე იმყოფებიან.