მას შემდეგ, რაც დენვერმა ნიკოლა იოკიჩს მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზა, ერთი წელი გავიდა. „ნაგეთსის“ ხელმძღვანელობამ ამჟამად იგივეს გაკეთება ჯამალ მიურეისთან მიმართებაში გადაყვიტა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მიურეიმ უკვე მიაღწია შეთანხმებას გუნდის ხელმძღვანელობასთან და „დენვერთან“ ახალ, ხუთწლიან და $170 მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს. 2018-19 წლების სეზონზე „დენვერმა“ რეგულარულ სეზონზე 54 მატჩი მოიგო.
მიურეიმ კი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მისი საშუალო მონაგარი მატჩში 18.2 ქულა და 4.8 პასია. იოკიჩის შემდეგ ის გუნდში ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა და ალბათ სწორედ ამიტომ დაიმსახურა ასეთი სოლიდური კონტრაქტი.