კაუნასის “ჯალგირისმა” საბერძნეთში პირველი მატჩის სენსაციურად მოგების შემდეგ პირეოსის “ოლიმპიაკოსს” საკუთარ კედლებში უმასპინძლა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
შარუნას იასიკიავიჩუსის გუნდმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგო და საბოლოოდ 80-60 დაამარცხა. მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი, 18 ქულა, დევისის ანგარიშზეა. იანკუნასმა საკუთარ გუნდს 13 ქულა შესძინა. 12 ქულით დაასრულა მატჩი პანგოსმა. “ოლიმპიაკოსის” შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 14 ქულა, ვასილის სპანულისის ანგარიშზეა.
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ლიტველები სერიაში 2-1 დაწინაურდნენ. მომდევნო შეხვედრა 26 აპრილს კვლავ კაუნასში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში “ჯალგირისი” მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.