ჯაირზინიო როზენსტრუიკი თვლის, რომ მისი და ფრენსის ნგანუს დაპირისპირება დროებითი ტიტულისთვის უნდა შედგეს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიოანტის მძიმეწონოსანი ჯაირზინიო როზენსტრუიკი 2020 წელს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას გეგმავდა. ამჟამად მისი ბრძოლა 9 მაისს დივიზიონის ერთერთ ყველაზე სახიფათო მებრძოლ ფრენსის ნგანუსთან არის დაგეგმილი.
ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი ამ დრომდე თვალის ტრავმას მკურნალობს და როდესაც მისი დაბრუნება დაიგეგმება, დიდი ალბათობით მისი მეტოქე დენიელ კორმიე იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ როზენსტრუიკმა ნგანუ დაამარცხა, მას სატიტულო ბრძოლამდე საკმაოდ დიდ ხანს ლოდინი მოუწევს. სწორედ ამიტომ სურინამელ ათლეტს ასეთი იდეა მოუვიდა. ჯაირზინიო გამოდის ინიციატივით, რომ 9 მაისის ბრძოლა მასსა და ფრენსის ნგანუს შორის დროებითი ტიტულისთვის შედგეს.
„რადგან ასეთი რთული მდგომარეობაა ჩვენ დივიზიონში, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩემი და ფრენსის ბრძოლა დროებიტი ტიტულისთვის გაიმართოს. მე დიდ პატივს ვცემ სტიპე მიოჩიჩს და დენიელ კორმიეს, თუმცა დივიზიონი წინ უნდა წავიდეს. ასე ჩვენ წინ წასვლა შეგვიძლია. როდესაც ჩემპიონი ტრავმას მოიშუშებს და მზად იქნება ჩვენ გაგრძელება ლოგიკური სცენარით შეგვეძლება.“ – აღნიშნა როზენსტრუიკმა MMA Fighting-თან მიცემულ ინტერვიუში.