„ჩიკაგო ბულსი“ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 6 მოგებითა და 22 მარცხით ბოლო, მე-15 ადგილზეა. უკანასკნელი 10 შეხვედრიდან „ბულსმა“ 9 წააგო. სწორედ ამის გამო, ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფრედ ჰოიბერგი გაათავისუფლა და მის მაგივრად ჯიმ ბოილენი დანიშნა.
ამერიკული მედია აქტიურად საუბრობს გუნდის ლიდერების „ჩიკადოდან“ წასვლაზე. ESPN-ის ჟურნალისტი მალიკა ენდრიუსი ამტკიცებს, რომ ჯაბარი პარკერი მალე გუნდს შეიცვლის. მას 2019 წლის ზაფხულამდე „ბულსთან“ 40 მილიონიანი კონტრაქტი აკავშირებს. საშუალოდ პარკერი 15.8 ქულას და 7.1 მოხსნას აგროვებს.