ყაზახური ”ტობოლი” თურქეთში, მოსამზადებელ ეტაპზე რუსეთის პრემიერლიგელ მახაჭყალის ”ანჟის” შეხვდა და 0:1 თამაშის დასასრულს მოედანზე ჩხუბი მოხდა, რომლის მთავარი გმირიც ჯაბა კანკავა იყო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანს ”ანჟის” ფეხბურთელთან, არსენ ხუბულოვთან კონფლიქტი მოუვიდა, რომელმაც ქართველს შეურაცხყოფა მიაყენა, კანკავამ კი თავი ვერ შეიკავა და სახეში მუშტი ჩაარტყა.
საინტერესოა, რომ ამ დროს სტადიონზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი იმყოფებოდა – ”ანჟის” სასტარტო შემადგენლობაშჳ ითამაშა გიორგი ლორიამ, ნიკა კვეკვესკირმა კი ”ტობოლში” – ორივე მოჩხუბართა გაშველებას ცდილობდა და კონფლიქტი მალე ჩააცხრა, თუმცა კანკავა და ხუბულოვი მოედნიდან გააძევეს.