ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა და მისმა ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ამ ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა – ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაურია.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბათუმის „დინამოში” მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჯაბა ჯიღაური 2019 წელს ჩაირიცხა ბათუმის „დინამოში” და მას შემდეგ გუნდში ჩატარებულ 23 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.