ივნისის სატესტო ფანჯრისას “ბორჯღალოსნები” სამ შეხვედრას გამართავენ. ქართველი მორაგბეები 9 და 16 ივნისს, სუვაში (ფიჯი), ტონგას და ფიჯის დაუპირისპირდებიან, ხოლო 23 ივნისს კი ტოკიოში იაპონიას ესტუმრებიან.
“მსოფლიო რაგბის” ორგანიზაციამ ივნისის ტესტების განრიგი და მსაჯთა ბრიგადები გამოაქვეყნა. საგულისხმოა, რომ სამივე შეხვედრას უმაღლესი დონის არბიტრები განსჯიან.
ტონგა – საქართველო: მთავარი მსაჯი – ბრენდონ ფიქერილი (ახალი ზელანდია); კიდეებზე: გრემ კუპერი (ავსტრალია), ქემ სთოუნი (ახალი ზელანდია); ვიდეო მსაჯი: იან სმიტი (ავსტრალია)
ფიჯი – საქართველო: მთავარი მსაჯი – ჟერომ გარსეზი (საფრანგეთი); კიდეებზე: მაიქ ფრეიზერი (ახალი ზელანდია), ჯორდან ვეი (ავსტრალია); ვიდეო მსაჯი: აარონ პატერსონი (ახალი ზელანდია)
საქართველო – იაპონია: მთავარი მსაჯი – ნაიჯელ ოუენსი (უელსი); კიდეებზე: ნიკ ბრაიანტი (ახალი ზელანდია), ნიქ ბერი (ავსტრალია); ვიდეო მსაჯი: შეინ მაკ’დერმოტი (ახალი ზელანდია)
2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და ტონგას დაპირისპირების მთავარი მსაჯი სწორედ უელსელი ნაიჯელ ოუენსი იყო.