ივიცა ოლიჩი - თუ რუს მოთამაშეებს ორი კათხა ლუდის უფლებას მისცემ, აუცილებლად 10-ს დალევენ
მიუნხენის „ბაიერნისა“და მოსკოვის ცსკა-ს ყოფილმა ფორვარდმა ივიცა ოლიჩმა ილაპარაკა იმის შესახებ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ფეხბურთელებს ალკოჰოლის მიმართ რუსეთსა და გერმანიაში.
„სად უფრო მეტ ლუდს სვამენ ფეხბურთელები მატჩის შემდეგ? გერმანიაში ნორმალურად მიიჩნევა, როცა მოთამაშეები მატჩის შემდეგ ერთ-ორ კათხა ლუდს მიირთმევენ. რუსეთში სხვანაირადაა: თუ ეტყვიან, რომ შეუძლიათ ორი კათხა მიიღონ, აუცილებლად ათს დალევენ! სწორედ ამიტომაც, რუსეთში მწვრთნელები, როგორც წესი, ფეხბურთელებს ლუდს უკრძალავენ.
გერმანელებმა იციან ნორმა, პატივს სცემენ დისციპლინას, ორი კათხა – ეს მაქსიმუმია და არავინ მეტს არ დალევს“, – თქვა ხორვატმა „სპორტბოქსთან“ კომენტარში.