ივიცა ოლიჩი - მარცხის მიუხედავად, ხორვატია უკეთესი გუნდია და ამას რიეკაში დავამტკიცებთ #1TVSPORT
ივიცა ოლიჩი - მარცხის მიუხედავად, ხორვატია უკეთესი გუნდია და ამას რიეკაში დავამტკიცებთ #1TVSPORT

ევრო 2025-ის პლეი ოფის პირველ მატჩში საქართველოში მარცხის მიუხედავად, ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ივიცა ოლიჩი ამბობს, რომ მისი გუნდი უკეთესი იყო.

„სწრაფ გოლს ჩვენზე უარყოფითად უნდა ემოქმედა, თუმცა, ფეხბურთელებმა ძალიან სწრაფად მოახდინეს რეაგირება და ჩემი აზრით, თამაში კარგად გავაკონტროლეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე სამი ახალი მოთამაშე შევიყვანეთ და თამაში გამოვასწორეთ.

რეალური საგოლე შანსი არ გვქონია, მაგრამ იყო შეგრძნება, რომ მოწინააღმდეგე გატყდებოდა, თუმცა ამ დროს 10 ფეხბურთელით დავრჩით და თამაშის ხასიათი შეიცვალა.

ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო და ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. თბილისში დავინახეთ, რომ ხორვატია უკეთესი გუნდია და დარწმუნებული ვარ, ამას რიეკაში დავამტკიცებთ, მოვიგებთ და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ“, – განაცხადა ოლიჩმა.

ხორვატიისა და საქართველოს ნაკრებების საპასუხო მატჩი ქალაქ რიეკაში 19 ნოემბერს 22:00 საათზე დაიწყება.