„იუვენტუსთან“ კვარაცხელიას თამაში არაერთგვაროვნად შეაფასეს #1TVSPORT
სერია A-ს მე-16 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ შეხვედრაში გოლის გატანისა და მატჩის გმირად დასახელების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. თამაშის შემდეგ ქართველის თამაში არაერთგვაროვნად შეფასეს.
იტალიურმა გამოცემამ, Tuttomercato-მ ყველაზე მაღალი შეფასება 6,5 ქულა (10-ბალიან სისტემაში) ვიქტორ ოსიმენს დაუწერა, რომლის პასითაც ქართველი თავდამსხმელი ტურნირელთა მეკარესთნ პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ გაიტანა. პიოტრ ზელინსკიმ და ხვიჩამ 5-5 ქულა მიიღეს, რაც „ნაპოლიში“ ყველაზე დაბალი შეფასება აღმოჩნდა.
„კვარაცხელია, 5 – მეტოქეები მის შეჩერებას ახერხებდნენ და ნერვიულობდა. პირველ ტაიმში რეალური საგოლე შანსი ვერ გამოიყენა. იმედგაცრუებას ყვითელი ბარათიც დაემატა“, – ასე ხსნის იტალიური გამოცემა ქართველი თავდამსხმელის დაბალ შეფასებას.
ანალიტიკურმა პორტალმა sofascore-მა კი ყველა თავდამსხმელს 6,7 ქულა დაუწერა. whoscored-მა „ნაპოლის“ შემტევებს შორის საუკეთესო შეფასება ქართველს მიაკუთვნა – 6,6 ქულა, ხოლო ოსიმენისა და მატეო პოლიტანოს თამაში 6,3 ქულით შეაფასა.
ასეთივე აღმოჩნდა flashscore-ის აზრიც: ხვიჩამ 6,8 ქულა მიიღო, ოსიმენმა – 6,6, ხოლო პოლიტანომ – 6,7.