„იუვენტუსში“ განაცხადეს, რომ დიბალა კორონავირუსისგან არ გამოჯანმრთელებულა
ტურინის „იუვენტუსმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერზე გამოაცხადა ფორვარდ პაულო დიბალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ფეხბურთელმა უკვე სამჯერ ჩააბარა დადებითი ტესტი კორონავირუსზე.
იტალიის ჩემპიონის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ მცველი დანიელე რუგანი და ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი გამოჯანმრთელდნენ – მათი ტესტები უარყოფითია, მაგრამ, დიბალას ბოლო ტესტმა სრული სიცხადე ვერ აჩვენა.
პარალელურად, არგენტინულმა პრესამ დაწერა, რომ დიბალა ავად არის კორონავირუსით, თუმცა, მას სიმპტომები არ აღენიშნება.