„იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის სათასო მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო
იტალიაში კორონავირუსის გამო კიდევ ერთი მატჩი გადაიდო. ამ კვირას არ გაიმართება ქვეყნის თასის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა ტურინში „იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის.
ტურინის პრეფექტურის განცხადებაში წერია, რომ თამაშზე გაყიდულია 40 ათას ბილეთზე მეტი. იმის გამო, რომ შეუძლებელია იმის გარკვევა, რომელი გულშემატკივარი საიდან მივიდა სტადიონზე, შეიქმნა გარშემომყოფთა ჯანმრთელობის რისკი.
პირველი მატჩი „მილანის“ სტადიონზე 1:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩის ახალი თარიღი ჯერ გაურკვეველია.