ტურინის „იუვენტუსს“ სერია A-ში 12 ქულის ჩამოკლება ემუქრება. გადაწყვეტილება, შეიძლება, 22 მაისს სასამართლო სხდომაზე მიიღონ, – ინფორმაციას Corriere dello Sport-ი აქვეყნებს.
კლუბის მიერ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება, ერთ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს. პროკურატურა, სავარაუდოდ, კლუბისთვის 9-დან 12 ქულამდე ჩამოკლებას მოითხოვს, ამას გარდა, არ არის გამორიცხული ტურინელებს ფინანსური ჯარიმაც დააკისრონ. გადაწყვეტილება ხვალინდელ (22 მაისი) სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება, თუმცა გამოძიება ამით არ დამთავრდება და, სულ მცირე, აგვისტომდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „იუვენტუსს“ 15 ქულა ერთხელ უკვე ჩამოაკლეს, მაგრამ მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და სასამართლოს მომდევნო სხდომამდე გუნდს ქულები დაუბრუნეს.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 35 ტურის შემდეგ „იუვე“ 69 ქულით მეორე ადგილზეა, 12 ქულის ჩამორთმევის შემთხვევაში გუნდი მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდება.