„იუვენტუსს“ სერია A-ში ჩამორთმეული 15 ქულა დაუბრუნეს #1TVSPORT
„იუვენტუსს“ სერია A-ში ჩამორთმეული 15 ქულა დაუბრუნეს #1TVSPORT

იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტული გარანტიების საბჭომ დაადასტურა ტურინის „იუვენტუსის“ აპელაცია და გააუქმა სასჯელი, რომლის მიხედვითაც კლუბს სერია A-ში 15 ქულა ჩამოართვეს.

„იუვენტუსის“ მიმართ ფინანსური მაქინაციების საქმე გაგზავნილია იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლოში ახალი შეფასებისთვის.

ასე რომ, 15 ქულის ჩამორთმევის სანქცია დროებით გაუქმებულია საქმის ხელმეორე განხილვამდე.

ანდრეა ანიელის, ფაბიო პარატიჩის, ფედერიკო კერუბინისა და მაურიციო არივაბენეს აპელაციები უარყოფილია. დაკმაყოფილებულია პაველ ნედვედის, პაოლო გარიმბერტისა და ენრიკო ველანოს აპელაციები.