„იუვენტუსს“ სახელფასო მანიპულაციებზე მორიგი ბრალდება წაუყენეს #1TVSPORT
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FIGC) ბრალი წაუყენა „იუვენტუსს“ ხელფასებთან დაკავშირებულ მაქინაციებზე, – ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდი წერს.
ფედერაციამ გუნდი და მისი შვიდი ყოფილი თუ მოქმედი დირექტორი დაადანაშაულა „სახელფასო მაქინაციების“ სავარაუდო გამოყენებაში.
სახელფასო მონაცემების მანიპულაციები მიმართული იყო კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წლიურ ბალანსში დანაკარგის ხელოვნური დაწევისკენ. კლუბს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ოფიციალურად გამოაცხადა რამდენიმე თვით ხელფასების გადაუხდელობის შესახებ, მაგრამ ფაქტობრივად მოელაპარაკა ფეხბურთელებს კერძო გადახდებზე.
შეგახსენებთ, რომ იანვარში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო სასამართლომ ტურინელებს 15 ქულა ჩამოაკლო იტალიის ჩემპიონატში ფინანსური მაქინაციების გამო. მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გააუქმა და „იუვენტუსს“ 15 ქულა დაუბრუნეს.